სოციალური, ანტიფაშისტური და ომის საწინააღმდეგო პროტესტის პათოსით გამსჭვალული ფილმი მოგვითხრობს ექიმ და მხატვარ კარლო ლევის შესახებ, რომელიც 1935 წელს გადაასახლეს ებოლის მახლობლად მდებარე სოფელში. თავიდან სრულიად მარტო აღმოჩნდება, დროთა განმავლობაში იგი თანაუგრძნობს ადგილობრივ გლეხებს და იწყებს მათი პრობლემებისა და ოცნებების გაგებას.